LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ საუდის არაბეთს სანავთობო ბაზრის „დამშვიდებისკენ” მოუწოდა

50
thumb

აშშის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან მოჰამმედ იბნ სალმანთან და განიხილა მასთან ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ვითარება.  ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პომპეომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს გააჩნია რეალური შესაძლებლობა “დაამშვიდოს” მსოფლიო ენერგეტიკული და ფინანსური ბაზრები სერიოზული ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში.

განცხადების თანახმად, პომპეომ და პრინცმაღრმა შეშფოთებაგამოთქვეს კორონავირუსის პანდემიის გამო და ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ყველა ქვეყნისათვის.

 შეგახსენებთ, ფასობრივი ომის დაწყების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჩაიშალაოპეკი+”-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება, რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ  შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე. საუდის არაბეთმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ შესთავაზა თავის ევროპელ მომხმარებლებს ნავთობის დიდი ოდენობა დაკლებული ფასით. ამის შემდეგ ნავთობის ღირებულება მესამედით დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები