LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში დაახლოებით 10,103 ფრენა გადაიდო და 1,343 გაუქმდა – რა გახდა მიზეზი

175
ფრენები

ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 10,103 ფრენა გადაიდო და 1,343 გაუქმდა. მონაცემები ფრენების ვებსაიტის FlightAware-ის მონაცემებშიც დაფიქსირდა. მიზეზად აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვა სახელდება. პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მუშაობენ საკითხის გასარკვევად და იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია შეფერხებები.

მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოძიების დაწყება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები