აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს, – “სიენენის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში ტანკების ჩასვლას თვეები დასჭირდება, ასევე მის გამოსაყენებლად საჭირო იქნება უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნები.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით, უკრაინას 14 „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკს მიაწოდებენ.