უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტში ოთხი ერთეული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), საბრძოლო მასალები, ნაღმები და დაჯავშნული საბრძოლო მანქანები იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დახმარების ფარგლებში უკრაინაში, უახლოეს დღეებში გაიგზავნება HIMARS-ის ოთხი გამშვები და მასთან დაკავშირებული რაკეტები, დაახლოებით 200 ერთეული MRAP-ის ჯავშანტექნიკა ჰაუბიცების საბრძოლო მასალა და ნაღმები.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუბარია 625 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტზე.