LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს გადასცემს

119
jl

შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოები Reuters-ი და AFP აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე.

ამასთან, როგორც სააგენტო AFP იუწყება, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ექნება რუსულ რეაქტიულ სისტემა Смерч-ზე, რომლის დაფარვის მანძილი 70 კილომეტრამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g