LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასმათ ტყაბლაძე: “300 არაგველიდან ერთ-ერთის შთამომავალი ვარ, ბრძოლა სისხლში მაქვს”

185
BeFunky-collage (2)

მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასზე ისაუბრა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინს თავად რუსები დაამარცხებენ.

“300 არაგველიდან ერთ-ერთის არაგველი ვარ, შთამომავალი ვარ, ბრძოლა სისხლში მაქვს.. იცით, მე რა მებრძოლი გახლავართ.

თქვენ კარგად იცით, რომ არცერთი მთავრობის მომხრე და ვიღაცისტი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები არასდროს. ვერც ვერავის ვუმღერებ სიმღერას და ვერც ვერავის ვერ ვუცეკვებ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

ყველას ვეტყვი სათქმელს, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს.

იცით, რა მახსოვს კიდევ? გმირთა მოედანზე, რომ მივიდნენ გმირულად დაღუპული შვილების დედები, დაარბიეს და ცემა-ტყეპით გაიყვანეს იქიდან. რუსეთში არიან ახიჯაკოვასნაირები. დიქტატორს ისევ რუსეთი დაანგრევს..

მე ყველაზე მეტი გამიპროტესტებია, მიბრძოლია, თქვენგან განსხვავებით, ერთი კი არა, ყველა მიმართულებით.. ბრძოლა აუცილებელია, ახლაც ნახეთ? საოცრება გააკეთეს ქართველებმა უკრაინაში. ეს არის ქართველის ბუნება”, – აღნიშნა ასმათ ტყაბლაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები