LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასმათ ტყაბლაძე: „კარანტინის დროს, ამ შეზღუდვების ავტორები, ქორწილებსა და დაბადების დღეებს ჩვეულებრივად იხდიდნენ…“

86
asmattkabladze20

რესტორატორი, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, ის სფეროები, ვისაც მფარველები ჰყავს, მუშაობას აგრძელებდა.

„სიმართლე ის არის, რომ ე.წ. კარანტინის დროს ყველა სფერო მუშაობდა, რომელსაც ზემოთ „მფარველები“ ჰყავდა. არც ერთი მშენებლობა არ გაუჩერებიათ, არც ერთი სალონი – იმის გამო, რომ სილამაზის ინდუსტრიაში სერიოზული ინტერესები აქვთ, ამ ბიზნესებს უფრთხილდებიან. სასტუმროებიც აქვთ, რესტორნებიც, ჩვენ კი რა დღეში ჩავცვივდით?! ერთი პატარა შეცდომა და წასულია შენი საქმე – მაშინვე ჩაგკეტავენ. იცით, რომ კარანტინის დროს, როცა თბილისში ტრანსპორტიც კი არ მოძრაობდა, ამ შეზღუდვების ავტორები დაბადების დღეებს, ნიშნობებს, ქორწილებს ჩვეულებრივად იხდიდნენ?! არ გაგიკვირდეთ – მე ეს კარგად ვიცი, რადგან ამ სფეროში ბევრი ნაცნობი და ახლობელი მყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები