„ჩემს კაფეს არ დავაწერ, „რუსკი კარაბლ იდი…“, პუტინის მაგინებელ რუსს კი სახლშიც ვაჭმევ საჭმელს, აღნიშნავს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუ:
„ალა პუგაჩოვა რომ ჩამოვიდეს, ვუთხრა, რუსი ხარ და წადი აქედან-მეთქი? ის წინააღმდეგია პუტინის პოლიტიკის და ასე რატომ უნდა ვუთხრა?! პუტინის მომხრე თუ მოინდომებს ჩამოსვლას, იმას არ მივიღებ. ვინც სწორ მხარესაა და ომი არ უნდა, მას რატომ ვუთხრა უარი? მე ნათესავები მყავს ნახევრად რუსები და ვუთხრა, არ ვარგიხართ, რადგან რუსული სისხლი გირევიათ-მეთქი? ის ადამიანები ძალიან ბევრ სუფთა სისხლის ქართველს ჯობნიან საქართველოს სიყვარულში. პუტინის გამო ამხელა სახელმწიფოს ვუთხრათ, მთლიანად ამოსახოცები ხართო? მაშინ ჩვენც ფაშისტები გამოვდივართ…“