LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასობით გარდაცვლილი: რატომ ჰყავს აშშ-ს კორონავირუსის ძალიან ბევრი მსხვერპლი

480
99~
კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრი ხშირად იცვლებოდა.

22 იანვრიდან, როცა ამერიკაში პირველი შემთხვევა დადასტურდა, მარტის შუა რიცხვებამდე  ტრამპი ამტკიცებდა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
ორი კვირის წინ კი განაცხადა: „ეს პანდემიაა. მე ვიცოდი, რომ ეს პანდემია იყო. უბრალოდ სხვა ქვეყნების მაგალითი უნდა გაგვეზიარებინა“. 

დღეს ამერიკა დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვში პირველ ადგილზეა.

რამდენიმე ექსპერტის აზრით, ვაშინგტონმა ექვსი კვირა დაკარგა. მათ შეეძლოთ მოემზადებინათ ტესტები, ნიღბები, მედიკოსებისთვის საჭირო აღჭურვილობა, მოემარაგებინათ სასუნთქი აპარატები, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

ახლაც კი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

მართალია, პრეზიდენტი ბევრ რამეზე ნელა რეაგირებდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო ის ერთადერთი დამნაშავე არაა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციაში მისმა წინამორბედმა პრეზიდენტებმაც “შეიტანეს წვლილი”. მაგრამ ტრამპმა ის უფრო გააღრმავა, როდესაც 2018 წელს ბარაკ ობამას მიერ შექმნილი „პანდემიის კონტროლის ჯგუფი“ გააუქმა.

ტრამპი ფიქრობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალების თავიდან დაქირავება პრობლემა არ იქნებოდა. 

co
ახლა კი ეპიდემიის შემცირების შანსი ხელიდან გაშვებულია. 

ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ საზოგადოების, ისევე როგორც ბევრი პოლიტიკოსის აზრი, ვირუსთან ბრძოლის გზებსა და საშუალებებზე, გაყოფილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები