“რადიო თავისუფლების” რეპორტიორი დათო ქორიძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომელიც დღეს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის ობიექტი გახდა.
ნათია კაპანაძე: ჩვენი ინფორმაციით, 41 ჟურნალისტია დაშავებული, მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება
მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა კამერით დაინახეს, მისკენ მიზანმიმართულად დაიძრნენ და ცემა დაუწყეს.
“„რადიო თავისუფლება“ ვაკეთებთ პატარა ფილმს „თბილისი პრაიდის“ შესახებ. ბოლო ერთი კვირაა, რაც მათთან ერთად ვართ. დღეს ვიყავით გაეროს ოფისში და იქ გახდა ცნობილი, რომ ძალადობრივი ჯგუფები აპირებდნენ მოსვლას ოფისთან, რაიმე სახის ექსცესები თავიდან რომ აგვეცილებინა, გადავწვიტეთ სხვა ლოკაციაზე წავსულიყავით.
ზუსტად მაგ დროს, როდესაც გაეროს ოფისიდან გამოვედით, მრგვალ ბაღთან ვნახეთ, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო შეკრებილი და რომ დაგვინახეს კამერით, ჯერ ჩემს კოლეგას ჩაარტყეს სახეში, რომელსაც გაუტეხეს ცხვირი და ჩაულეწეს კბილები.
მოვლენების ეპიცენტრში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად - ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ
ოპერაცია უტარდება "პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც პრაიდის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.
შემდეგ რომ დაინახეს, რომ კამერა მეჭირა და ვიღებდი, თან მეწერა მაისურზე „რადიო თავისუფლება“, დაახლოებით, ათი კაცი მოვარდა, დამაგდეს ძირს და გამეტებით მირტყამდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი, მიზანმიმართულად მირტყამდნენ, თან თავში წიხლებს, ვყვიროდი პოლიცია მოსულიყო, დაახლოებით, ათი წამის მერე, მახსოვს ვიღაც გამვლელი ქალი ყვიროდა, არ მოკლათო. ისევ, გარშემო მყოფმა ქალებმა და ბავშვებმა გამოაფხიზლეს, მართლა ბინდი ჰქონდათ გადაკრული ამ ადამიანებს”, – განაცხადა დათო ქორიძემ.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს, ადგილზე პოლიცია მობილიზებული იყო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.
“პოლიცია იყო, კადრებში ჩანს, 4-ჯერ ვყვირი, მოდით, მცემენთქო, მაგრამ სამწუხაროდ, სამწუხაროდ, პოლიციამ ყურიც არ შეიბერტყა, ბოლოს მოვიდნენ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სავარაუდოდ, პოლიციელები, რომლებმაც მეტნაკლებად მოახერხეს ამ ადამიანების დამშვიდება. ძალიან ნაცემი ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა და გადაწყვიტეს, რომ ისევ გაეროს ოფისში შევსულიყავი.
იმ კადრებში, რაც გავრცელებულია და რაც, ჩემი გადაღებულია, იმ ადამიანის ამოცნობა, ვინც იძალადა, ძალიან მარტივია. იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავები ამას მაინც მიიყვანენ ბოლომდე, ყოველშემთხვევაში მე არ ვაპირებ გაჩერებას.
მართლა ვერ ვხდები, რის გამო მცემეს ჩემს ქალაქში, რის გამო მცემდა ათი ადამიანი და მირტყამდა თავში წიხლებს. დღემდე არ მაქვს პასუხი. ესენი ალბათ, წაქეზებულები არიან როგორც ხელისუფლების, ისე საპატრიარქოს მხრიდან”.- განაცხადა დათო ქორიძემ “ფორტუნას” ეთერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.