თურქული Atlasglobal ფრენებს დროებით აჩერებს. ავიაკომპანია რეისებს თითქმის 1 თვის განმავლობაში, 26 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე აღარ განახორციელებს.

ფრენების შეჩერების მთავარ მიზეზად Atlasglobal –ში ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებენ, მათ შორის: 2018 წელს თურქული ეროვნული ვალუტის – ლირას გაუფასურებას.

როდის და როგორ აღადგენს Atlasglobal ფრენებს – ამაზე ავიაკომპანია დეტალურ ინფორმაციას 16 დეკემბერს გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, Atlasglobal-ი მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზეც დაბრუნდა, თუმცა შემდგომ, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ოპერირებაზე უარი თქვა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05