LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ატოლეთ ქოცებმა და ნაცებმა ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფა და იყავით ეგრე” – ალეკო ელისაშვილი

135
ale3ko_elisashvili

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილისა და ოჯახის წევრების ყვარელში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ელისაშვილი წერს, რომ ომის შემდეგ საზიზღრობა იყო მიხალკოვის შვილის ქორწილის გადახდაც და ახლა ლავროვის შვილის ჩამოსვლაც.

“ომის მერე რუსი იმპერიალისტი მიხალკოვის შვილის ქორწილიც საზიზღრობა იყო და ახლაც საზიზღრობაა უმსგავსო ლავროვის შვილის ჩამოსვლა და მის ფეხქვეშ გაგება. ატოლეთ ქოცებმა და ნაცებმა ქვეყნის ღირსების შეურაცხყოფა და იყავით ეგრე”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g