LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი ეტიკეტი: სოციალურ ქსელში ქცევის წესები

1288
image-social-media-concept-1200

მართალია, საზოგადოებაში ქცევის წესებს ადრეული ბავშვობიდან გვასწავლიან, მაგრამ არავინ გვეუბნება როგორ მოვიქცეთ სოციალურ ქსელში ურთიერთობისას. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ეტიკეტის ცოდნა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარ თავზე სასიამოვნო შთაბეჭდილების შექმნაში.

არასდროს არ მოითხოვოთ ,,დალაიქება” – თუ თქვენი პუბლიკაცია საინტერესო აღოჩნდა, მეგობრებს თვითონ მოუნდებათ მისი ,,დალაიქება” და სხვისთვის გაზიარება, ყოველ წუთს შეხსენებით კი, მხოლოდ თავს მოაბეზრებთ და გაღიზიანებას გამოიწვევთ.

ნუ მოთხოვთ მოსაუბრეს დაუყოვნებლივ პასუხს – შესაძლოა თქვენი მეგობარი ქსელშია, მაგრამ არ გპასუხობთ. ნუ იჩქარებთ გაბრაზებას, რადგან არაა აუცილებელი, მაინცდამაინც თქვენს შეტყობინებას უყურებდეს და სპეციალურად არ გპასუხობდეთ. თავისუფლად შეიძლება სხვა საქმით გაერთო და უბრალოდ დაავიწყდა საკუთარი გვერდის დახურვა.

სწრაფი პასუხი – თუ თავად ხართ ქსელში, გაუგებრობის და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად სწრაფად უპასუხეთ ყველა შემოსულ შეტყობინებას, რადგან ,,ონლაინ-ურთიერთობის” ხიბლი სწორედ რეალურ დროში კომუნიკაციაა.

დაიცავით ზომიერება – არ ღირს გაუთავებლად ,,დაჩეკინება”, რადგან არავის სჭირდება თქვენი გადაადგილების დეტალური მარშრუტის ცოდნა. მხოლოდ მაშინ შეახსენეთ პუბლიკას თავი, როცა მართლაც საინტერესო ადგილას ხართ და სხვასაც ურჩევთ მის მონახულებას.

საკვების ფოტოები – კერძების ,,დაპოსტვამ” დიდი ხანია დაკარგა აქტუალურობა. რესტორანში საპრეზენტაციო კერძის ფოტოს გადაღება კიდევ შეიძლება, მაგრამ როცა საკუთარი კულინარიული გატაცებების ანგარიშს აბარებთ მეგობრებს, მათ დროსაც უმიზნოდ ხარჯავთ და თვითონაც სასაცილოდ გამოიყურებით.

პირადი პოსტები – თუ რამდენიმე მეგობრის თანაგრძნობას ელით ან საკუთარი პუბლიკაციით ყოფილი ბოიფრენდის გაღიზიანება გინდათ, გამოქვეყნებამდე დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ისტერიული აგრესორის რეპუტაციის დამსახურება, რადგან პრობლემები ქრება, თქვენზე შექმნილი შთაბეჭდილება კი, სამუდამოდ რჩება.

ბრიყვული სტატუსები – არაა აუცილებელი მუდმივი აქტიურობა და ბრიყვული სტატუსებით ყველაფრის კომენტირება, უმჯობესია ისწავლოთ საკუთარი თავის სხვის თვალში სწორედ აღქმა და მხოლოდ საინტერესო სტატუსებით შემოიფარგლოთ.

ურთიერთობის გაწყვეტა – არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ვირტუალური მეთოდი რეალური ურთიერთობის გასაწყვეტად, რადგან ადამიანი, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს პირისპირ შეხვედრას და საკუთარი პოზიციის ,,ცოცხალ რეჟიმში” გამოთქმას.

სელფი – ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ თვითკმაყოფილება და ნუ ააჭრელებთ გვერდს საკუთარი ფოტოებით, რადგან დროთა განმავლობაში ნაკლებად წარმატებული ფოტოები ისევ თქვენ დაგწყვეტთ გულს.

სიმბოლოები ასოების ნაცვლად – ხშირად მიმოწერა დაშიფრული სიმბოლოების რებუსს უფრო ჰგავს, ვიდრე ნორმალურ ურთიერთობას. ბევრი სიმბოლოებს საკუთარი უკმაყოფილების გამოსახაატად და აგრესიის შესანიღბად იყენებს, რაც არასწორია. უმჯობესია ღიად, თუმცა კორექტულად გამოხატოთ საკუთარი ემოცია და  მოერიდოთ მინიშნებების გამოყენებას, რომელთა აღმა ყოველთვის ორგაროვნად შეიძლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები