LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დადოთ ბავშვების ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში – შსს მშობლებს აფრთხილებს

13873
saministro 2
უწყებაში განმარტავენ, რომ “ფეისბუქში” გავრცელდა ვიდეო, სადაც 7 წლამდე ბავშვის ასაკთან შეუსაბამო ცეკვაა ასახული.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის

ბაია პატარაია: „7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზბარში...“

უფლებამდაცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელშ ეხმაურება იმ ვიდეოს, სადაც პატარა გოგონა გამომწვევად ცეკვავს და სრულიად შეუსაბამოდ აცვია

ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები”, – აცხადებენ შსს-ში.

ისინი მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ

ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში”. 

რადიო “ფორტუნა” ბავშვის ფოტო-ვიდეოს გამოქვეყნებისგან თავს იკავებს და ამ თემაზე მხოლოდ ინფორმაციებს გთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები