LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებება“ – ზაზა თელია მწეველებში COVID19-ის საგანგაშო რისკებზე საუბრობს

16860
zaza-telisnwss5

ექიმმა დერმატოლოგმა ზაზა თელიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალ კვლევაზე ისაუბრა, რომელის მიხედევით COVID-19-ით ავადობას და დაავადების სიმძიმეს განსაზღვრავს სქესი და მწველობა.

„კვლევების დიდი ნაწილი ჩატარებულია ჩინეთში და ამ კვლევების მიხედივთ, სქესი და მწეველობა განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას. კვლევებმა, რომელშიც ბევრი პაცინეტისა და ჰოსპიტალის მონაცემებია ასახული, ცხადყო, რომ პაციენტების უმეტესობა იყო მამაკაცი. ჩინეთში ძალიან დიდი სტატისტიკური სხვაობაა მწეველ ქალებსა და მამაკაცებს შორის. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, 288 მილიონი კაცია მწეველი, ხოლო 12.6 მილიონი ქალი და უფრო ახალი, 2019 წლის მონაცემებით, ჩინელი მამაკაცების 47.6 პროცენტია მწეველი. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხომ არ არის სქესთან და მწეველობასთან დაკავშირებული COVID19-ის სიმძიმის ხარისხი. სამედიცინო მხრივ ეს აიხსნება იმით, რომ COVID19 უკავშირდება ენზიმს, რომელიც ჩვენ გვაქვს რესპირატორულ ტრაქტში. ეს იწვევს მძიმე და წვავე რესპირატორულ სინდრომს, რომელიც ლეტალური გამოსავლის ერთ-ერთი მიზეზია. ეს ენზიმი მწეველ ადამიანებს უფრო მეტი აქვთ, ამით ვარაუდობენ იმ ფატქს, რომ მწეველ ადამიანებში შესაძლოა COVID19 უფრო მაღალი რისკის მატარებელი იყოს ლეტალობის კუთხით.

მე საქართველოს ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის თინეიჯერული ასაკის ადამიანების 80 პროცენტი მწეველია. გამოდის, რომ პროცენტულად საქართველოში რისკები ძალიან მაღალია, იმ შემთხვევაში, თუ COVID19-ის ეპიდემია მოხდა. სამედიცინო საზოგადოების რჩევა იქნება ის, რომ აუცილებალად უნდა მოხდეს თამბაქოსთვის თავის დანებება. აღსანიშნავია, მეორე ხელით მწეველობაც, რომელიც აქტუალური თემაა საქართველოში. ვგულიხხმობ, როდესაც ადამიანი ეწევა და მეორე ადამიანი იმ კვამლს სუნთქავს და ასევე საზოგადოებაში არაა ცნობილი მესამე ხელით მწველობა, როდესაც ეს კვამლი ტანსაცმელზე, ნივთებზე გადადის და ეს კიდევ რისკებს მატებს.“

ზაზა თელიამ ასევე ისაუბრა ასაკთან დაკავშირებულ რისკებზე და ნიღბის მოხმარების წესებზე.

გადაცემის ჩანაწერი მოისმინეთ აქ ⤵️

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g