LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია თუ არა, ვაქცინის გაკეთება ”COVID-19” – ის გადატანის შემდეგ

172
ვაქცინა

აშშ-ის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველმა კომიტეტმა მიიღო დასკვნა, რომ მიუხედავად კოვიდის გადატანისა, ადამიანები მაინც უნდა აიცრან.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის, ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტურია. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანი სრულად დაცულია, ნაწილობრივ არის მართალი.

კომიტეტის თქმით, იმუნიტეტი ყველას სხვადასხვანაირად უვითარდება. მსუბუქი COVID-19-ისას ადამიანი ანტისხეულების მცირე რაოდენობას გამოიმუშვებს, რის გამოც ხელახალი ინფიცირება შესაძლებელია.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, თუ პაციენტს მსუბუქი ფორმა აქვს, იმუნური სისტემა, მომავალი თავდაცვისთვის საკმარის ანტისხეულებს არ გამოყოფს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამართლის ექსპერტი, ლოურენს გოსტინი ამბობს, რომ პრაქტიკულად არსებობს უნივერსალური შეთანხმება, რომ ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში ვაქცინა  ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები