ხონში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 30 წლამდე მამაკაცები არიან. ასევე დაშავებულია მესამე ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
შემთხვევა 2 იანვარს, ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ კუხის მაცხოვრებლები არიან.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.