LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფა ეთიოპიაში – დაღუპულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან

1477
1098190

ეთიოპიაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან.

გაერო-ს კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ შოკირებულია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციამ დიდი დანაკარგი განიცადა.

ავიაკატასტროფას ემსხვერპლა სიცილიის ადგილობრივი მთავრობის კულტურული მემკვიდრეობის და სიცილიური იდენტობის მინისტრი სებასტიანო ტუზა. მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პალეონტოლოგიის პროფესორი, იუნესკოს პროექტის ფარგლებში კენიაში მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა სლოვაკეთის პარლამენტის დეპუტატის, ანტონ გრნკოს მეუღლე და ორი შვილი.

ავიადისპეჩერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პილოტმა პრობლემის წარმოქმნის შესახებ განაცხადა და აეროპორტში დაბრუნება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ავიაკატასტროფის გამო ეთიოპიამ 11 მარტს გლოვა გამოაცხადა.

ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა.

ავიაკატასტროფა 10 მარტს დილით, ადგილობრივი დროით 08:44 საათზე მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან ექვს წუთში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები