LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია აუცრელებისთვის ლოკდაუნის დაწესებას გეგმავს

110
1

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგანგაშოდ გაზრდილი კოვიდშემთხვევების გამო ავსტრია რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს – ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციები არავაქცინირებულებისთვის ლოკდაუნის ამოქმედებას გეგმავენ. 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც სრულად არ არიან ვაქცინირებულები, შეზღუდვები ორშაბათიდან დაწესდება, თუ ამის ნებართვას მხარეები ფედერალური მთავრობისგან მიიღებენ.

ავსტრიის კანცლერ ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით:

“ჩაკეტვა არავაქცინირებულებისთვის ალბათ გარდაუვალი იქნება. ადამიანების ორი მესამედი არ უნდა იტანჯოს იმის გამო, რომ სხვები აცრაზე ყოყმანობენ.”

ავსტრიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც გერმანიასა და ჩეხეთს ესაზღვრება, დაახლოებით 1,5 მილიონი მოსახლე ცხოვრობს. სწორედ ქვეყნის ამ ნაწილშია ინფიცირების ყველაზე მაღალი დონე და ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

გუშინ ქვეყნის მასშტაბით აქამდე რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 11 975 ახალი კოვიდშემთხვევა დაფიქსირდა.

სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის 64%.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას, ლიხტენშტაინის შემდეგ, ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც კარანტინი ისევ ამოქმედდება – ნიდერლანდები კოვიდშეზღუდვებს უბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g