LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტოფარეხში შავი კატები გავამრავლე და მას შემდეგ წარმატებების პერიოდი დამეწყო“ – ფორტუნას „დილის სტუმარი“ მიხეილ ცაგარელი

971
მიხეილ ცაგარელი

რადიო „ფორტუნას“ დილის სტუმარია ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, რომელმაც გაგვანდო, თუ როგორ იწყება მისი დილა და სახლიდან გასვლამდე რა რიტუალებს ატარებს.

პირველი, რასაც ვაკეთებ ეს არის გაზმორვა, ეცადეთ, ჰაერის ამოსუნთქვისას გაიცინოთ, ჩვენი ენერგოვიბრაციები პოზიტიურ განწყობაზე უნდა მოვმართოთ, რადგან დილაობით ენერგოარხები დახურულია. შემდეგ ფანჯარაში ვიყურები და სამყაროს მოფერების დროც დგება, შევხედავ ხოლმე ბუნებას, ფოთლებს… მოეფერეთ სამყაროს და ისიც მოგეფერებათ. მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ მთავარია განწყობა, განწყობის თეორია არის უმნიშვნელოვანესი.

შემდეგი ეტაპი უკვე არის  ვარჯიში, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება საუზმეს, უზმოზე ორ ვაშლს მივირთმევ, აუცილებელია კარაქიანი პური თაფლით და ჩაი, ჩაი ძალიან მიყვარს, თუმცა ზოგჯერ ყავაც შედის ჩემს რაციონში.  ცრურწმენები? რა გითხრათ, მას შემდეგ, რაც ჩემს ავტოფარეხში შავი კატები გამრავლდნენ,  წარმატებების პერიოდიც დამეწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები