LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინის ქუჩაზე – დაშავებულია 4 ადამიანი

Untitled

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, პეკინის გამზირზე – დაშავებულია 4 ადამიანი.  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულებს შორის  ორი 13 წლის მოზარდია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები