სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფორტუნას“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი.
შემთხვევა სამტრედიაში დილით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტაქსს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
მეტი დეტალის დადგენას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.