პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატთა ჯგუფი აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებენ.
„აზარტული თამაშები თუ აიკრძალა, ფულს ხელზე "გავუმაზავთ"... მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილებზე“ - სად არის გამოსავალი?
როცა ადამიანს პრობლემა აქვს, კიდევ წიხლი უნდა ჩავარტყათ, რომ შემოსავალიც აღარ ჰქონდეს, წავიდეს და თავი მოიკლას?
„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე მოქალაქეების დამოკიდებულება დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრობლემა არ გვარდება შეგნებულად, რადგან კონკრეტული ადამიანები აღნიშნული ბიზნესიდან ხელს ითბობენ.
"დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა
„არსებული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე ქვეყანაში არის სუიციდის ფაქტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელახლა დაგვერეგისტრირებინა ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ თითქმის წელიწადნახევრის წინ დაარეგისტრირა და დღემდე არ განხილულა პარლამენტში“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.