LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

44
აზოვსტალის ტყვეები

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა მარიუპოლის მცველი რამდენიმე ათეული მეომარი, მათ შორის აზოვის ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და 36-ე ქვეითი ბრიგაფის ხელმძღვანელი სერგეი ვოლინსკი.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ ლოლაძეც.

„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო („რედისი“) და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარიც („კალინა“) გათავისუფლდნენ! ასევე თავისუფალია მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ბრიგადის უფროსი სერგეი ვოლინსკი („ვოლინა“)

პ.ს. ამბობენ, მედვედჩუკში გაცვალესო!“,- წერს ნიკოლოზ ლოლაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g