უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაცია დაიწყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ 53 მძიმედ დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იკავებენ. 211 ადამიანის ევაკუაცია კი, მათ მიერ კონტროლირებად იელენოვკაში, ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით განხორციელდა.
ანა მალიარის თქმით, გათავისუფლებული ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებში გაცვალეს.
იქამდე „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათეულმა ავტობუსმა, რომლითაც უკრაინელი მებრძოლები გადაჰყავდათ, “აზოვსტალის” ტერიტორია დატოვა.