მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დატოვებას არ აპირებს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.
„მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ურცხვად მოატყუა ჩვენი პარტნიორები, გამოვიდა შეთანხმებიდან და მოუწყო მას დემარში, ჩვენ არ მივიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.