LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვტოვებ მანდატს, რადგანაც ამ ინსტიტუციაში ჩემი თავი ვერ დავინახე, დადგა დრო ვიფიქროთ უფრო დიდ კოალიციაზე: მამუკა ხაზარაძე

132
publika.ge--1-12

„ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს. ფრაქცია გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში, რომ ყველა ტრიბუნა, რომელიც ლელოს გააჩნია, იქნას გამოყენებული”, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ მანდატის დატოვების შესახებ საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, დროა იფიქროს უფრო დიდი კოალიციის შექმნაზე, რომელშიც არამოხლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ყოფილი პოლიტიკოსებიც გაერთიანდებიან.

„ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩემი თავი ვერ დავინახე პირდაპირ ვიტყვი ფიქციურ პარლამენტში, სადაც მონოპოლიზირებული აზრიც, კანონია. არანაირად განსხვავებულ აზრს არ იღებენ და გადასულები არიან შეურაცხყოფაზე.

რამდენიმე ადამიანი მომაგრებული ჰყავთ, რომ დესტრუქცია გამოიწვიონ ჩემს ნათქვამზე.

მანდატი არ დამიხევია, დავწერ განცხადებას და ყველა პროცედურას დავიცავ. ამ ინსტიტუციაში მე ჩემი თავი ვერ დავინახე. ქვეყანას სჭირდება ახალი ძალა და ეს არის „ლელო“, მთელ ძალას ამას მოვახმარ.

ვფქირობ დადგა დრო ქვეყნის მასშტაბით ვიფიქროთ უფრო დიდ კოალიციაზე, რომელშიც არამხოლოდ პარტიები გაერთიანდებიან, არამედ ყოფილი პოლიტიკოსებიც. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი, თამამი ადამიანების ერთობა, რომლის ამოცანა იქნება ქვეყნის მშენებლობა, საქართველოს ალტერნატიული ჩრდილოვანი სტრუქტურა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g