LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია პატარაია: „7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზბარში…“

2493
baia-pataraia-news212121

უფლებამდაცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ვიდეოს, სადაც პატარა გოგონა გამომწვევად ცეკვავს და სრულიად შეუსაბამოდ აცვია.

ვიდეოს გავრცელებისგან რადიო „ფორტუნა“ თავს იკავებს, გთავაზობთ უფლებადამცველის პოსტს:

ფსიქოლოგი სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოზე: „ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას...“

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვთან მოპყრობის წესების შესახებ სტატუსს აქვეყნებს

„გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე.

შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები