LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენის განკარგულებით, მილიონობით დასაქმებულისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

453
joe-biden-pissed-off-AP-640x480

„ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი გეგმა, საერთო ჯამში, შეეხება 100 მილიონ ამერიკელს, დასაქმებულების ორ მესამედს. ვაპირებთ დავიცვათ ვაქცინირებული დასაქმებულები არავაქცინირებული თანამშრომლებისგან”, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა და  მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

საქმე ისაა, რომ ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლის თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულოს ხდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა შტატების გუბერნატორებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისა და სკოლების სხვა თანამშრომლებისთვის.

„ჩემი გზავნილი არავაქცინირებული ამერიკელებისთვის ასეთია: კიდევ რას ელოდებით? მეტი რა უნდა ნახოთ? ვაქცინაცია გავხადეთ უფასო, უსაფრთხო და მოსახერხებელი.გთხოვთ, სწორად იმოქმედეთ, ”- განაცხადა ბაიდენმა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ სრულად დამტკიცებულია და ის უსაფრთხოა.

„200 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. ვითმენდით, თუმცა ჩვენი მოთმინება მცირდება. თქვენი უარი ძვირი დაგვიჯდა. სწორი ნაბიჯი გადადგით. მოუსმინეთ არავაქცინირებული ამერიკელების ხმებს, რომლებიც საავადმყოფოებში იმყოფებიან და ბოლო ამოსუნთქვაზე ამბობენ: „ნეტავ ვაქცინა გამეკეთებინა“. ეს ტრაგედიაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g