თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, დაიტბორა რამდენიმე ბინა და სალონი. ადგილობრივები ტელეკომპანია რუსთავი 2-თან აცხადებენ, რომ შემთხვევა დილით, დაახლოებით 7 საათზე მოხდა.
წყლის მილი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა ყველა ბინას ამოწმებენ, მოგვიანებით კი ზარალს აუნაზღაურებენ.
ამ დროის მონაცემებით წყალმომარაგება შეწყვეტილია ვაკის რაიონში, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებზე. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვლის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.