LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსაში რაღაცეები ლაგდება: გაირკვა მესის საკითხი, იშოვეს ახალი მწვრთნელი

116
ruea51e326545

“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ გუნდს რონალდ კუმანი ჩაიბარებს კიკე სეტიენის წასვლის შემდეგ, ხოლო ლეო მესი კატალონიაში დარჩება.

“თუ რაღაც არ მოხდა, კუმანი იქნება ჩვენი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. ჩვენთვის ცნობილია მისი შეხედულებები, მისი ფილოსოფია.
მესის სურს კარიერის დასრულება “ბარსაში”. კუმანმა მითხრა, რომ მესი იქნება საკვანძო მოთამაშე ჩვენს ახალ პროექტში. მე ხშირად ველაპარაკები ლეოს და უფრო ხშირად მის მამას. ის პირველია მსოფლიოში. ეჭვგარეშეა, რომ კუმანის ახალ გუნდში იქნება მესი”.

ვარაუდობენ, რომ კუმანთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ლეგენდარული ნიდერლანდელი თავის დროზე “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი იყო, 1992 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ მისმა ერთადერთმა გოლმა მოაგებინა “ბარსას” ფინალში “სამპდორიასთან”.

სეტიენი ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” 2:8 წაგებული თამაშის შემდეგ მოაშორეს.

2019/20 წლების სეზონში “ბარსელონას” არაფერი მოუგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები