LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასილაშვილი საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია” – სასამართლოზე დღეს სავარაუდოდ, ფსიქოლოგები დაიკითხებიან

232
asdasf-1024x536

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ჩვენებას ფსიქოლოგები მისცემენ.

პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ბრალდების და დაცვის მხარემ გააკეთა კომენტარი. ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა თავხელიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა ბავშვის შეფასება მოახდინა, მეორე ფსიქოლოგმა თავად ნელი დოროყაშვილის მდგომარეობა შეაფასა.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში, ჯობს, რომ მოვუსმინოთ მათ პროცესზე. ბუნებრივია, მათ ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი. შესაბამისად, ჩვენც გვექნება საკმაოდ ბევრი და კრიტიკული კითხვა, დაველოდოთ მოვლენებს. არა თუ მოლოდინი გვაქვს, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ბრალდების საქმეზე სრულიად უდანაშაულოა”. – განაცხადა ჭკადუამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, უახლოეს მომავალში ნელი დოროყაშვილის დაკითხვა, ჭკადუა პასუხობს, რომ ის ბრალდების მხარის მოწმეა და შესაბამისად, ბრალდება თავად განსაზღვრავს იმას, თუ როდის მისცემს დაზარალებული ჩვენებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები