LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი არ დამძიმებულა… აბსურდული განცხადება გაავრცელეს“ – ადვოკატი

257
basilashvili-1

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

„ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას…“ – ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა მომხდარს საკუთარ სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდული უწოდა.

ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ჩოგანზე.

დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს”, – წერს  ირმა ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ამერიკული ტურნეს ფარგლებში ორ დიდ ტურნირზე, ცინცინატის მასტერსსა და ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები