ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  16.35 კგ მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მოქალაქის მ.ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელბარგის სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 10 სექტემბერს გადმოკვეთა, ხოლო ბარგი ერთი დღის დაგვიანებით, 11 სექტემბერს მიიღო.

უწყებაში ამბობენ, რომ რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05