21 წლის კოვიდპაციენტი, რომელიც ბათუმის კლინიკა ”ბაუ”- ში 12 დეკემბერს შეიყვანეს, დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც მათ კლინიკაში განუმარტეს, პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
თანმხლევ დაავადებად კლინიკაში ჭარბი წონა დაასახელეს.
”ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად 18-20 ჰქონდა. (მაქსიმუმუ 24-ია). რამდენიმე დღეში მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე გოგონა გარდაიცვალა. თანმხლები დაავადება კი ჭარბი წონა იყო.”- განუცხადეს კლინიკაში აჭარის მაუწყებელს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-19-ის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა