LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის დროზე ადრე სკოლაში შეყვანა კრიტიკულ შედეგს მოგცემთ

103
school-childr

6 წლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანა მის ფსიქიკაზე ცუდათ აისახება. საქმე იმაშია, რომ ერთი ასაკის, მაგრამ სხვადასხვა თვეში დაბადებული ბავშვები განვითარების კუთხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ ახალი კვლევის შეხებ Scary Mommy წერს. სკოლაში ადრეულ ასაკში სწავლის მთავარი პრობლემა ემოციური არამდგრადობაა. ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აგვისტოს თვეში დაბადებული ბავშვების უმრავლესობას ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დიაგნოზის რიცხვი 2004 წლიდან 2015 წლამდე  42 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ კვლევამ მიახვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები, რომ ეს შესაძლოა არა ყურადღების დეფიციტის სინდრომი, არამედ სკოლისთვის მოუმწიფებლობა იყოს.

სხვადასხვა წლებში დაბადებულ ბაშვებს შორის სხვაობა ხანდახან საგრძნობლად დიდია და ხანაც, მცირე, თუმცა ეს სხვაობა  კრიტიკულ შედეგს გვაძლევს. სკოლაში შესული ბავშვებისგან წერისა და კითხვის სწრაფად ათვისებას ითხოვენ, ამ დროს კი შესაძლოა, ბავშვი ამისთვის ჯერ მზად არაა. ამავე დროს პირველკლასელებს სთხოვენ გაუნძრევლად ისხდნენ 20 წუთის განმავლობაში, 4 წლის ბავშვისთვის ეს წარმოუდგენელია. 5 წლის ბავშვმა ეს შესაძლოა მოახერხოს. ასევე ბავშვისთვის სტრესულია მეცადინეობა და ბევრი ინფორმაციის ერთბაშად მიღება. მეცნიერები იმ მშობლებს, რომლებიც სკოლაში შვილის შეყვანას ჩქარობენ, ურჩევენ, მიდგომები შეცვალონ და ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ მზაობას დაელოდონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები