LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვმა ე.წ პიროტექნიკა საწვავით სავსე ჭურჭელში ჩააგდო – სხეულის ათი პროცენტი დაზიანებული აქვს“ – როგორია ქობულეთში პიროტექნიკით დაშავებული მოზარდის მდგომარეობა 

189
გუგა ქაშიბაძე - ფოტო ipn

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტს სხეულის ათი პროცენტი დაზიანებული აქვს.

„ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.

დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“. – განუცხადა „პირველ არხს“ გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g