BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ქალაქი ხერსონი დატოვა და რუსეთიდან მუშაობს.
ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ მათ ვერ მოახერხეს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ თუ რატომ ან როდის დატოვა მან ხერსონი, თუმცა შეუძლია დაადასტუროს, რომ ოკუპირებული ხერსონის ლიდერის მოადგილე რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქში იმყოფება.