LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კორონავირუსის ვაქცინა საშობაოდ გვექნება

413
BeFunky-collage (7)

“ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კორონავირუსის ვაქცინა საშობაოდ ჩაეშვება” – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ქეით ბინგამმა გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ქეით ბინგამი აღნიშნავს, ვაქცინის შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოხდება გადანაწილება. ვარაუდობენ, რომ ვაქცინას პირველ რიგში ბრიტანეთის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი კატეგორია – მოხუცები და დაავადებული ადამიანები მიიღებენ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ოპტიმისტურად არის განწყობილი და აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინა სიმპტომების სიმძიმეს შეამცირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები