LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

136
ვოლოდირ ზელენსკი

„რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა” – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები