LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბებერი ქართველი ერი მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური პრობლემის წინაშე დგას

1019
56675278_598225744026307_3481686711329619968_n

თბილისს ეს არ ეტყობა, თუმცა ქართველი ერი გადაშენების წინაშეა. წლებია უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი იბადება და არ ჩანს პერსპექტივა, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება. საგანგაშო ციფრებს აქვეყნებს როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე უცხოური ორგანიზაციები, სადაც საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის საქართველო მუდამ მოწინავე პოზიციებზეა.

მოწინავეა საქართველო დაბერებულ ერებს შორისაც. დაბერებულად ითვლება ერი, როდესაც 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე მეტია. საქართველოში კი 65 წელს გადაცილებულების რაოდენობა მოსახლეობის – 19%-ია.


ერის დაბერებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს – შობადობის შემცირება, ემიგრაცია… ამ ფაქტორების მიზეზი კი სოციალური პრობლემებია.

საქართველოდან მასშტაბური მიგრაცია სწორედ სოციალურად ყველაზე რთულ პერიოდში 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ქვეყანას ძირითადად ტოვებენ, შრომისუნარიანი ქალები და მამაკაცები, ასევე სტუდენტები.

2005 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ სტუდენტებს შორის ძალიან მაღალია მიგრაციული განწყობა. ემიგრაციის მიზეზად ასახელებენ განათლების მიღებას (გამოკითხულთა 31,8 პროცენტი), უცხო ენების შესწავლას (15,4 პროცენტი), ასევე სამუშაოს პოვნის ნაკლებ პერსპექტიულობას სამშობლოში (8,8 პროცენტი), ხოლო მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ასახელებს გამოკითხულთა 41 პროცენტს.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყნიდან გასულთა 85 პროცენტი შრომისუნარიანი ასაკისაა, მაშინ როცა ამ ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 2/5-ს არ აღემატება. 

საქართველოში ბავშვების დაბადების მაჩვენებელი შემცირდა

2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა.

ქვეყნის დაცლა არა მხოლოდ ეროვნული საკითხია, ეკონომიკურადაც ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს. იმ მცირე რაოდენობის ახალგაზრდებს, რომლებიც ქვეყანაში დარჩებიან მოუწევთ მრავალრიცხოვანი აქ მყოფი და მიგრაციიდან დაბრუნებული საპენსიო ასაკის მოსახლეობის შენახვა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ კავკასიის რეგიონში ასეთი სუსტი ქვეყანა აუცილებლად “დაიჩაგრება.”

“გარდა იმისა, რომ ერის გაქრობის საფრთხე არსებობს და ეს საფრთხე სრულიად რეალურია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, სუსტი ყოველთვის იჩაგრება.

შრომისუნარიანი მოსახლეობა როდესაც მცირეა და ძალიან ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც იმუშავეს და საპენსიო ასაკს მიაღწიეს, ასეთი ადამიანების შენახვა, უხეშად გამომდის, მაგრამ მთლიანად ეს ტვირთი აწევს ახალგაზრდობას. რაც უფრო ბევრია ასეთი და ცოტაა ახალგაზრდა, უფრო და უფრო რთულ ვითარებაში ვარდება მომუშავე ძალა”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ ფორტუნასთან.

 

საქართველოს მოსახლეობა 2100 წლისთვის კიდევ 1.5 მლნ ადამიანით შემცირდება და სულ 2.4 მლნ დავრჩებით

ინტერნეტგამოცემა “ფაქტსმეფმა” გაერო-ს 2005 წლის მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ინფოგრაფიკა, სადაც აღნიშნულია, რომელი ქვეყნის მოსახლეობა გაიზრდება 2020-21000 წლებში და რომლის – შემცირდება. ამ მონაცემებით საქართველო კლებადი ქვეყნების სიაშია, თანაც ათეულში.

 

მოსახლეობის კლება მოსალოდნელია: მოლდოვაში, ბულგარეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, რუმინეთში, პოლონეთში, სომხეთში. ალბანეთში, იამაიკაზე, ტაილანდსა და საქართველოში

 

300 მლნ-მდე თანხას მოვიძიებთ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად

ტომარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ამ თემით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს. მისმა ორგანიზაციამ უკვე ორი თვეა პარლამენტს დემოგრაფიული საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართა, სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში ფიქრობს ის დემოგრაფიული პროგრამების დაწყებას. მისი თქმით, თუ იქნება ამის ნება, სავსებით შეაძლებელია, რომ ციფრები ასეთი პრობლემური აღარ იყოს.

“თუ რაიმე არ გამოასწორა სახელმწიფომ შობადობის წახალისების კუთხით, ძალიან სავალალო შედეგები გვექნება მომავალში. სრულიად რეალურია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ერთ და ორ წელიწადში ეს საკითხი არ გამოსწორდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საფუძველი ჩავუყაროთ ამ პრობლემის მოგვარებას და კონკრეტულ მაგალითს გეტყვით – საქართველოს პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. ჩვენმა ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ მივმართეთ ორი თვის წინ საქართველოს პარლამენტს, რომ ამ საბჭოს მსგავსად პარლამენტში შეიქმნას დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო და ემსჯელათ ამ საკითხებზე.

დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ იმის შესაძლებლობა ნამდვილად არის, რომ მთელი რიგი პროგრამები და ღონისძიებები გაატაროს სახელმწიფომ.

ზედაპირულად რომ გადავხედოთ 2019 წლის ბიუჯეტს, 300 მლნ-მდე თანხას ვნახავთ და მოვიძიებთ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა წლებთან ერთად გამწვავდება”, – აცხადებს ზვიად ტომარაძე “ფორტუნასთან”.

 

ბოლო წლების განმავლობაში სულ რამდენიმე პროგრამა და ინიციატივა განხორციელდა, რომელმაც დემოგრაფიაზე დადებითი გავლენა იქონია – პატრიარქის მიერ ნათლობის ინიციატივა, „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ინიციატივა, რომელიც რეგიონალური პრინციპით დღემდე მოქმედებს – მთაში ყოველთვიურად 200 ლარი ერიცხებათ ყოველ მესამე ბავშვზე, ხოლო ბარში -150 ლარი, ორი წლის განმავლობაში. ასევე, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ორსულობა-მშობიარობის გარკვეულ ხარჯებს ფარავს. 

იაპონიას ემიგრანტები სჭირდება

ქსენოფობიის მიუხედავად, მიგრანტებისთვის ახალი ვიზები ამოქმედდა

 

ჩვენ ვიკლებთ, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობა მიანც იმატებს

ერის გაქრობის საფრთხე სწორედ ამ ტენდენციას უკავშირდება – იმ ქვეყნების ხალხი, სადაც მოსახლეობა მუდმივად იზრდება, თავისუფლად ჩაანაცვლებს იმ ერს, სადაც მუდმივი კლებაა.

2050 წლისთვის, გაეროს პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 7.3 მილიარდიდან 9.7 მილიარდამდე გაიზრდება; 2100 წლისთვის კი დედამიწაზე მოსახლეობა 11.2 მილიარდს მიაღწევს.

ზრდის ნახევარზე მეტი აფრიკაზე მოდის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება და 2.5 მილიარდს მიაღწევს. ნიგერიის მოსახლეობა 2050 წელს 413 მილიონს მიაღწევს, გადაასწრებს აშშ–ს და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს დაიკავებს.  

ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ - ემზარ კვიციანი [ვიდეო]

იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილებს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ

2050 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა ჩინეთი აღარ იქნება – მას ინდოეთი გადაასწრებს. კერძოდ, 2050 წელს ინდოეთის მოსახლეობა – 1.705 მილიარდი, ჩინეთის – 1.348 მილიარდი, ნიგერიის – 399 მილიონი, ხოლო აშშ–ს მოსახლეობა – 389 მილიონს შეადგენს.

 

ნახეთ ამავე თემაზე „ფორტუნას“ სიუჟეტი „დედისერთები“, სადაც დედები თავად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელთა გამოც ერთ შვილზე ჩერდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები