LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბახტაძე: „ჩემს საავადმყოფოში „პლაქვენილს“ ახლაც ვნიშნავთ, თუმცა ამისთვის სამი ექიმის თანხმობაა საჭირო…“

697
amerikulikvleva-news

„ფორმულას“ აშშ–დან ჩაერთო ტანერის საავადმყოფოს ინტენსივისტი, რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე, რომელმაც კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და იმ მეთოდებზე გაამხვილა ყურადღება, რომელსაც მის კლინიკაში იყენებენ. კითხვაზე, როდიდან იწყება მედიკამენტური ჩარევა პაციენტებთან და რა პრეპარატებს იყენებენ, ქართველი ექიმი ასე პასუხობს:

„ობიექტურ ინფორმაციას ვიტყვი, სუბიექტურად რას ვფიქრობ, ეს ცალკე თემაა. აშშ–ი სახელმწიფო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცალკეულ საავადმყოფოს შეუძლია შექმნას თავისი პროტოკოლი, რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ჩემს კონკრეტულ საავადმყოფოში ჯერ კიდევ რეკომენდებულია ჰიდროქსიქლოროფინი (პლაქვენილი), მაგრამ სამი ექიმის თანხმობით. ჩემი, როგორც რეანიმატოლოგის და ორი ინფექციონისტის. ბოლოს გუშინ დავნიშნე ეს პრეპარატი და გამოვიყენე პაციენტთან, რომელიც დამძიმდა. სხვა პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც შემეძლო, მაგალითად, რემდესივირი და სხვა, მათი დანიშვნა არ არის მარტივი, რადგან პაციენტმა უნდა დააკმაყოფილოს მათი გამოყენების კრიტერიუმები. სამი კვირის წინ უფრო მეტ პაციენტს ენიშნებოდა, ვიდრე დღეს. სამი ექიმის ერთ აზრზე ყოფნა არ არის მარტივი, როგორც ამ დღეებში შეამჩნევდით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g