მომღერალი ბექა ჩხაიძე მრავალშვილიან ოჯახზე ოცნებობს.
ამის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
„მადლობა უფალს, რაც ოჯახი შევქმენი, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. მიყვარს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ბევრმა იცის, რომ მყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, 18 წლის ბარბარე, უკვე კონსერვატორიის სტუდენტია, წარმატებული, ნიჭიერი. მალე სერიოზულ განაცხადეს გააკეთებს, საუკეთესო პიანისტი გახდება. მეორე ქორწინებაში ჩემმა სათაყვანო ანიმ მაჩუქა ვაჟი – ერეკლე. მეფის სახელი დავარქვი. მინდა, ძლიერი, მაგარი ქართველი გაიზარდოს. სურვილი მაქვს, შვილები კიდევ მყავდეს, მე ბიჭები მინდა და ყველას ჩვენი ქართველი მეფეების სახელს დავარქმევ…“