მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორ დასწყვიტა ზოგიერთმა მეგობარმა გული:
„ყველას თავისი გაჭირვება აქვს და კიდევ სხვების გაჭირვება, ალბათ, არავის უნდა. არ ვბრაზდები, მაგრამ გული მწყდება. არაერთხელ ყოფილა, კაცს, რომ ლუკმაპური არ ჰქონდა და მე დავასაქმე, დღეს ის ოფიციალური მილიონერია, მაგრამ ხანდახან რომ ვურეკავ, ჩემთვის დრო არ აქვს და მერე გადმორეკვა ავიწყდება. მაგრამ არ მახსოვს, ღმერთს ისე არ ექნას, რომ ის ადამიანი ისევ ჩემთან არ მოსულიყო რამის სათხოვნელად ადრე თუ გვიან.
ამ რთულ პერიოდში გვერდით მეუღლე მედგა. პირდაპირ გეტყვით, სხვა რომ შემხვედროდა, არც ოჯახი მექნებოდა და არც არაფერი. ღმერთმა ზუსტად ისეთი ადამიანი გამომიგზავნა, როგორიც მე მჭირდება….“
ბექა ჩხაიძე: „ჩემი აზრით, ჯერ გაძრომა-გამოძრომის სურვილები უნდა დაიკმაყოფილო და ოჯახი მერე შექმნა…“