LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ ინფიცირდება, ჭამის დროს რომ იხსნის ნიღაბს: იმნაძის რეკომენდაცია

14917
BeFunky-collage (8)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვან დისტანცია, მათ შორის საკვების მიღების დროს. ამ კონტექსტში იმნაძემ თქვა, რომ ექიმების დასნებოვნება ხშირად საჭმლის ერთად ჭამის დროს ხდება.

“ძალიან ბევრი, მათ შორის ჩემი კოლეგები, ნიღაბსაც და დაცვასაც ძალიან კარგად ხმარობენ, მაგრამ როცა ცოტა დრო გამოუჩნდებათ, რომ საკვები მიიღონ, საჭმელად რომ ჯდებიან ხოლმე და იხსნიან ნიღბებს, იქ ხდება ხოლმე მათი დასნებოვნება.

რემდესივირი ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქში არ გაიყიდება: გამყრელიძე

ამიტომ, კატეგორიულად დავიმახსოვროთ, ერთმანეთთანაც, განსაკუთრებით როცა საჭმელს ჭამ, უნდა მოიხსნა ნიღაბი, ჰო? მაქსიმალურად დისტანციაზე ერთმანეთისგან და ეცადეთ, სხვადასხვა დროს მიიღოთ ხოლმე საკვები, ამ დროს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად დასნებოვნება”- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დრომდე 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა.

ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს: რატიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g