LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს: რატიანი

313
BeFunky-collage (1)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფექციის ამ მასშტაბით გავრცელება მისთვის წარმოუდგენელი იყო. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი ზრდა  ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. რატიანის თქმით, ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გააჩნიათ, რაც მისთვის “სიკვდილის ტოლფასია.”

ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ ინფიცირდება, ჭამის დროს რომ იხსნის ნიღაბს: იმნაძის რეკომენდაცია

„მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო. დღეს 3 000-ზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია.

ცალკე აღებული ვერც ერთი ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს: გამყრელიძე

არ ვიცი, რა სცენარით შეიძლება განხორციელდეს ამის ბლოკადა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამას არათუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ საზოგადოების, ჩვენიც, საჯარო სექტორის, ერის თუ ბერის – ყველას მოვალეობაა, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. რიგითი ექიმის მოსაზრებაა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, ალბათ, უნდა განხორციელდეს კიდევ „დარჩი სახლში“, – განაცხადა “პირველ არხთან” საუბრისას ლევან რატიანმა.

ვეღარ ვუძლებთ ამდენ დაინფიცირებულს, ძალიან გვიჭირს, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია: მარინა ენდელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g