LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეღარ ვუძლებთ ამდენ დაინფიცირებულს, ძალიან გვიჭირს, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია: მარინა ენდელაძე

316
endeladze-marinaa-2020-05-11-13-36-27-070879

საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.  დედაქალაქშიც სამწუხაროდ ცუდი სტატისტიკა გვაქვს. ყოველდღიურად 1500-მდე ადამიანი ინფიცირდება.

კორონავირუსისგან 3 342 ადამიანი განიკურნა, დაინფიცირდა 3 473

რა შეიძლება იყოს შექმნილი სიტუაციდაან გამოსავალი, ამის გარკვევას „ფორტუნა“ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელთან, მარინა ენდელაძესთან შეეცადა.

ძალიან გაზრდილია კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, რა შეიძლებ იყოს გამოსავალი? რა გვასწავლა ინფექციამ?  როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლოს?

ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა. ჩვენ იმდენად მძიმე დღეში ვართ, ისე გვიჭირს და ისეთი გაღიზიანებულები ვართ, რომ რეგულაციების გამკაცრებასაც კი ვეთანხმები, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.

რეგულაციების გამკაცრებაში რას გულისხმობთ?

მობილობის დაგდება აუცილებელია, ვეღარ გავუძლებთ ამდენ დაინფიცირებულს. ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს. დღეში 4000 პაციენტამდე ავდივართ, ძალიან ბევრია და იმედია, მთავრობა მიიღებს ღონისძიებებს, რომ ეს ასე არ იყოს, თორემ ძალიან ძნელია ამდენი პაციენტის მართვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი გამოჯანმრთელებული გვყავს…

მართლა ძალიან ცუდ მგომარეობაში ვართ, თქვენ შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ. მართალია, ბინაზე ბევრი პაციენტია დატოვებული და  იმართებიან, მაგრამ ყველაფერს აქვს ხომ ზღვარი. ხვალ თუ 4000 დაინფიცირებული იქნება, ამას ხომ უნდა უკვე სერიოზული მართვა. ვესწრები ხოლმე ხშირად სხდომებს, ვიცი გადაწყვეტილებებზე როგორ სერიოზულად მუშაობენ, მტავრობაში, მაგრამ რაოდენობასაც გააჩნია. ამიტომ ყველაზე მთავარი მაინც ვირუსისგან პრევენციაა.

სხვა ქვეყნებში ამ რაოდენობის კოვიდინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალები კეთდებოდა. რამდენად შეიძლება ეს საქართველოსთვის გამოსავალი იყოს?

ჩვენ საველე ჰოსპიტალების აუცილებლობამდე არ ვართ მისული. ვფიქრობ, რომ უმაგისოდ გავქაჩავთ, მაგრამ ჯერჯერობით ასე თუ ისე ხერხდება პაციენტების საავადმყოფოებში მოთავსება.

თრომბოებოლია კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობას იწვევს. პრევენცია შეიძლება იყოს ლიმნიანი წყლის მიღება…

ლიმონიანი წყალი მიიღეთ, მაგრამ ეს არაა პანაცეა. ჩვენ თრომბოემბოლიის პრევენციას ვატარებთ. საქართველოში კოვიდ-19-ის მართვა სწორად რომ არ მიმდინარეობდეს, გარდაცვალებულთა რაოდენობა გაცილებით ბევრი იქნებოდა. თითქოს ბევრია დღეს გარდაცვალებულთა რაოდენობა, მაგრამ პროცენტულად ისევ 0.8, 0.9-ის ფარგლებში ვართ. მაგრამ პროცენტულობა არაფერს ნიშნავს, პრევენციას ვატარებთ და ამიტომაა, რომ გარდაცვლილი ბევრი არ გვყავს.

შექმნილი მდგომარეობიდან „ე.წ. ლოკდაუნი“ მიგაჩნიათ, რომ გამოსავალია? რასაც ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა?

ჯერ არ მგონია, რომ ამ დონემდე მივიდეთ, მაგრამ ვნახოთ.

სეზონური გრიპისა და კორონავირუსის განმასხვავებელი ნიშანი რა არის?

გრიპსა და კორონავირუსს შორის, რასაკვირველია, არის პატარა სხვაობა კლინიკურ მონაცემებში, მაგრამ სიმპტომატიკა მაინც ერთი აქვს. უბრალოდ ახლა საშიშია, ჩვენ არ გამოგვეპაროს და არ გამოგვრჩეს, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსიც და გრიპიც. ამიტომ ამ ეტაპზე ცხელებიანი პაციენტები ყველანი დატესტვას ექვემდებარებიან.

შესაძლოა, ორივე ვირუსი დაემართოს ადამიანს?

გადაცემის გზა ორივე ერთნაირია და ამიტომ შესაძლებელია, ორივე დაემართოს. სიმპტომები ამ ორი ვირუსს თითქმის ერთნაირი აქვს. იმის თქმა, რომ გაციებულ ადამიანს მხოლოდ გრიპი აქვს და არა კორონავირუსი, ტესტის გარეშე, ვერც ერთი ექიმი ვერ იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g