გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დამატებით კი 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 37-ია.
განახლებული მონაცემები აისახა სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 55 511-ია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაიცვალა 636 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
ამ დრომდე, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 447 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფთა რიცხვი 4 957-ია.კოვიდსასტუმროში იმყოფება 3 413 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი კვლავ 41-ია.