LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრნი იყვნენ, შეგვეშინდა, შეიძლება ადგილზე მომკვდარიყო“ – რას ამბობს თვითმხილველი, რომელმაც ისანში დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში საკუთარი მანქანით გადაიყვანა

541
თვითმხილველი

ისანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველი, რომელმაც დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა, ამბობს, რომ ინციდენტში, რომელიც ავტოფარეხში მოხდა, 20-მდე პირი მონაწილეობდა.

„ბევრნი იყვნენ გარაჟში, ძალიან მძიმედ იყო, შეგვეშინდა, რომ შეიძლება მომკვდარიყო ადგილზე. ორი ჭრილობა ჰქონდა გულის მხარეს და მუცელში, დანით იყო დაჭრილი“ – ამბობს მამაკაცი და ამატებს, რომ დაკავებულები არ არიან დამნაშავეები.

„დააკავებენ, მაგის გაგებას რა უნდა, იმდენი ბავშვი იყო აქ“.

წყარო: რუსთავი 2

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები