LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორში დაჭრილი 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება: ექიმი

170
ამტელ ჰოსპიტალი

სამგორში დაჭრილ 15 წლის მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვთა რეანიმაციის გამგე მერაბ ჯოხაძე აცხადებს, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სისხლდენა შეჩერებულია და პაციენტის მდგომარეობს სტაბილურია და აპარატულ სუნთქვაზე რჩება.

სამგორში 15 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

„ჯერჯერობით წარმატებულად ჩანს ჩატარებული ოპერაცია, სისხლდენა შეჩერებულია, სტაბილურობა არის მიღწეული, აპარატულ სუნთქვაზე რჩება ჯერჯერობით. ამ ეტაპზე უკეთესობა არის, მაგრამ ჯერჯერობით მაინც კრიზისული პერიოდია ერთი-ორი დღე, მაგრამ წარმატებულად ჩატარდა ოპერაცია. ერთი შემავალი ჭრილობა იყო, მაგრამ შიგნით ბევრი დაზიანებები იყო, ნაწლავები და სისხლძარღვები იყო დაზიანებული. სავარაუდოდ, მეტი ოპერაცია აღარ დასჭირდება“, – განაცხადა მერაბ ჯოხაძემ.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადებს, გამოძიება 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g